|
2023-12-12 20:32:50, 758 ნახვა
საზოგადოება
ილია ღუდუშაური - DRG მოდელით, ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფომ, 2 200 მშობიარობის შემთხვევა სრულად დააფინანსა
„DRG მოდელით, ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფომ, 2 200 მშობიარობის შემთხვევა სრულად დააფინანსა“, - აღნიშნულის შესახებ ილია ღუდუშაურმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეფორმა წარმატებულია, ტარიფები ეფექტური და ყველა პროვაიდერი კლინიკისთვის მისაღები. „ამ დრომდე დაფინანსება ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში - 500 ლარი, საკეისროს შემთხვევაში კი 800 ლარი იყო. თუმცა, კლინიკებს შეეძლოთ, მშობიარისთვის დამატებით მოეთხოვათ გადასახადი, იმის შესაბამისად, თუ რა ტარიფს დაადებდა სამედიცინო დაწესებულება აღნიშნულ სერვისს. შესაბამისად, თითქმის, ყველა მშობიარეს უწევდა თანხის დამატება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო, კლინიკებთან, ექიმებთან და ასოციაციებთან, რამდენიმე თვის განმავლობაში, მუშაობდა. კლინიკებისგან მოხდა ხარჯებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა და სწორედ ამ თანამშრომლობის საფუძველზე განისაზღვრა ახალი ტარიფი - 1220 ლარი. „დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანის, გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. კლინიკებისგან გამოთხოვილი იყო ინფორმაცია ხარჯებთან დაკავშირებით, ასევე - აყვანილი ექიმის თანხა. საბოლოოდ, ყველა კლინიკისთვის ერთიანი სატარიფო არეალი ჩამოყალიბდა. ვფიქრობთ, რომ ტარიფები ყველა პროვაიდერისთვის მისაღები და ეფექტურია“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)