|
2023-12-08 23:52:58, 1060 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის უკრაინის დახმარების შენარჩუნებაა საჭირო
უკრაინის თავდაცვისთვის გამოყოფილი ამერიკული ინვესტიციების 90 პროცენტი აშშ-ში, ადგილობრივ მწარმოებლებზე დაიხარჯა, რამაც ეკონომიკის ზრდა გამოიწვია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ კამერონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბლინკენის თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის და რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის საჭიროა უკრაინის დახმარების შენარჩუნება. „თუ გადავხედავთ იმ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის თავდაცვაში ამ აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, უსაფრთხოების დახმარების 90 პროცენტი რეალურად დაიხარჯა აქ, შეერთებულ შტატებში, ჩვენს მწარმოებლებთან, ჩვენს წარმოებაში და ამან შექმნა მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, მეტი ზრდა ჩვენს ეკონომიკაში. ასე რომ, ეს ასევე მომგებიანი იყო, რომელიც უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები არქონა გახდა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)