|
2023-12-08 16:00:30, 611 ნახვა
საზოგადოება
გურიის რეგიონში ეროვნული პარკი იქმნება
ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გურიის ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრები მოინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას წარედგინა. გურიაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა მხარის ადმინისტრაციის და ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივით ხორციელდება. „აღსანიშნია, რომ 2019 წლიდან კვლევები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) თბილისის ოფისის მიერ, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა - შეფასდა გურიის უნიკალური ბუნებრივი რესურსები, ეკოსისტემები, განხორციელდა საქართველოს და საერთაშორისო წითელი ნუსხის, CITES კონვენციით დაცული და ენდემური მცენარეთა სახეობები, ტყის და მდელოების ტიპები და მათი ეკოლოგიური მდგომარეობა, ჩატარდა ზოოლოგიური კვლევები, ასევე, ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება. გურიაში ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს უნიკალური ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების დაცვას, რეგიონის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის და რეგიონის მდგრად განვითარებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრას მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)