|
2023-12-08 10:32:20, 955 ნახვა
მსოფლიო
„სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ მზაობას, გადადგან ნაბიჯები სამშვიდობო ხელშეკრულებისკენ“ - ფაშინიანისა და ალიევის განცხადება
სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები იზიარებენ მოსაზრებას, რომ არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ურთიერთობების მოგვარებისა და სამშვიდობო ხელშეკრულებისკენ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ლიდერების განცხადებაშია ნათქვამი, "ჰუმანურ ღირებულებებზე დაყრდნობითა და კეთილგანწყობით ნიშნად", სომხეთი 2 აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებს, ხოლო აზერბაიჯანი - 32 სომეხ მებრძოლს. "სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები იზიარებენ მოსაზრებას, რომ არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ურთიერთობების მოგვარებისა და სამშვიდობო ხელშეკრულებისაკენ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. ჰუმანიზმის ღირებულებებით და კეთილგანწყობის ნიშნად აზერბაიჯანის რესპუბლიკა ათავისუფლებს 32 სომეხ სამხედროს. თავის მხრივ, ჰუმანიზმის ღირებულებებით და კეთილგანწყობის ჟესტით, სომხეთის რესპუბლიკა ათავისუფლებს 2 აზერბაიჯანელ სამხედროს. კეთილგანწყობის ჟესტის ნიშნად, თავისი კანდიდატურის მოხსნით, სომხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინადადებას, უმასპინძლოს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოს 29-ე კონფერენციას. სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა იმედოვნებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანის მასპინძლობის იდეას. ასევე კეთილგანწყობის ჟესტის ნიშნად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მხარს დაუჭერს სომხეთის კანდიდატურას აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ბიუროს წევრობისთვის. სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა გააგრძელებენ დისკუსიებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეფექტური იქნება უახლოეს მომავალში და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას, რაც დადებით გავლენას იქონიებს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)