|
2023-12-04 17:19:48, 816 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, რეალობას აცდენილია
ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის სამინისტროში ხარისხის კონტროლს 4 ქვედანაყოფი აწარმოებს. „ჩვენ 4 სხვადასხვა მექანიზმი შევქმენით ხარისხის კონტროლის, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა მიიღოს საუკეთესო პროდუქტი. ასევე, არსებითად გავაუმჯობესეთ საკვები პროდუქტის ხარისხი - შედის ქართული გაუყინავი ხორცი, ისეთი მომწოდებლის მიერ მოწოდებული ყველი, რომელიც საქართველოში ყველაზე ძვირფას სუპერმარკეტს ამარაგებდა. ეს არის რეალობა. ჯარში დღეს შემოდინება გვაქვს ისეთ ნიშნულზე, რაც არ ყოფილა ბევრი წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული პასუხი დისკრედიტაციაზე, რასაც ეწევიან ჩვენი ოპოზიციური არხები. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ მოვითმენთ და ყოველთვის ვეცდებით ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ეწევიან სახელმწიფოს დისკრედიტაციას“, - განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, რომელიმე ქვედანაყოფში რომ გაფუჭებული ულუფა მოხვედრილიყო, ამაზე პირველ რიგში, რეაგირებას თვითონ ჯარი გააკეთებდა. „ჯარის კვება იმდენად სენსიტიური თემაა, 4 ქვედანაყოფი: გენერალური ინსპექცია, სამხედრო პოლიცია, ჩვენი კვების კომპანიის ზედამხედველობის დეპარტამენტი და ასევე, ჩვენ მიერ შექმნილი დეპარტამენტი - აი, ამ ოთხი მექანიზმით კონტროლდება ჯარის კვება. წარმოიდგინეთ, რომელიმე ქვედანაყოფში რომ გაფუჭებული ულუფა მოხვედრილიყო, ამაზე პირველ რიგში, რეაგირებას თვითონ ჯარი გააკეთებდა. დამატებით, ჩვენ თავად ჯარიც ჩავრთეთ ამ პროცესში, რომ კიდევ ერთი მექანიზმი შეგვექმნა. ამის იქით არ არსებობს რამე მექანიზმი თეორიულად, რაც შეგვეძლო მოგვეფიქრებინა ხარისხის კონტროლისთვის“, - დასძინა ბურჭულაძემ.
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)