16:00 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 15:44:50, 1126 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება,- ამის შესახებ ნათქვამია "უკრაინსკაია პრავდას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით "ომი პოლიტიკის წინააღმდეგ. რა ხდება სინამდვილეში ზელენსკისა და ზალუჟნის შორის".

როგორც უკრაინულ გამოცემას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, პრეზიდენტის ასეთი ქმედებები ხელს უშლის მთავარსარდალს, მართოს არმია.

"ხანდახან შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზელენსკის ჰყავს ორი ტიპის შეიარაღებული ძალები: "კარგი", რომელსაც მეთაურობს აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაური ალექსანდრ სირსკი და სხვა ფავორიტები, "ცუდი", რომელიც ემორჩილება ზალუჟნის. ეს ახდენს სამხედროების დემოტივაციას და რაც მთავარია, ხელს უშლის მთელი არმიის მართვას",- ამბობს ანონიმური რესპონდენტი. 

წყარო ხაზს უსვამს, რომ ასეთი კონტაქტები აჩქარებს ზელენსკის მუშაობის ტემპს, მაგრამ ართულებს ზალუჟნის სამუშაოს, რადგან მთავარსარდალი ხშირად ინფორმაციას ფორმალურად დაქვემდებარებული პირებისგან იღებს.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მეთაურს, ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ კონფლიქტზე როგორც უკრაინული, ისე საერთაშორისო მედია აქტიურად წერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოში დამატებით რუსეთის 20-მდე ქალაქიდან ფრენის ნებართვა მოითხოვა
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics