|
2023-12-01 20:19:04, 880 ნახვა
საზოგადოება
ევროსაბჭოს ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი მესამედ აირჩიეს
27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 43-ე სხდომა ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომის მონაწილეებმა, უკვე მესამედ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ ერთი წლის ვადით აირჩიეს. კარლო ამირგულაშვილმა ბიუროს ვიცეთავმჯდომარის პოსტი პირველად 2021 წელს დაიკავა. "ბერნის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს აქტიურ წარმოჩენას ევროპის საბჭოს სტრუქტურებში, ასევე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებას, საქართველოში კონვენციის დანერგვას და ზოგადად, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას. კონვენციის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ზურმუხტის ქსელი შეიქმნა და განვითარება წლებია მიმდინარეობს. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში, ზურმუხტის ქსელის ფართობი 1 307 501 ჰექტარს შეადგენს და 66 ტერიტორიისგან შედგება. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმების შემუშავება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)