|
2023-12-01 16:20:57, 606 ნახვა
საზოგადოება
მერია - ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისიის მერიის ცნობით, ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იქნება წარმოდგენილი. "ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და ბევრი გათამაშება დახვდებათ. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენასაც იხილავენ. ფესტივალზე კონდიტერი ვაჟა წულუკიძე შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასს ჩაატარებს. ღონისძიებაზე საახალწლო გვირგვინებისა და შოკოლადიანი თათარას მოდუღების მასტერკლასიც გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს, ბავშვებისთვის კი ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდება. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი წელი მასშტაბურობით გამოირჩევა, რადგან ღონისძიებაში მონაწილეობას 30-მდე კომპანია მიიღებს. შოკოლადის საახალწლო ფესტივალი 12:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)