|
2023-12-01 12:23:45, 828 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა. გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილეები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ირაკლი შოთაძემ ელჩ რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების კუთხით. გენერალურმა პროკურორმა შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები გააცნო და პროკურატურის შემდგომი განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც, რომელიც ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციისა და სამართლებრივი დახმარების სფეროში ხელშეკრულებების გაფორმებას ითვალისწინებს. აშშ-ის ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის, მათ შორის, ექსტრადიციების მიმართულებით. გენერალურ პროკურატურაში ვიზიტით მყოფმა სტუმრებმა, აშშ-ის საელჩოს და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ციფრული ლაბორატორია და გენერალური პროკურატურის შენობაში განთავსებული, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი დაათვალიერეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ",- ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)