|
2023-12-01 12:01:49, 665 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში მსოფლიო ბანკის პროექტის „პლასტიკით დაბინძურების დიაგნოსტიკა და ტექნიკური დახმარება“ პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის პროექტის „პლასტიკით დაბინძურების დიაგნოსტიკა და ტექნიკური დახმარება“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. პრეზენტაცია მსოფლიო ბანკის მრჩეველმა პლასტიკის დაბინძურების პრევენციის საკითხებში კლაუს სატლერიმ წარმოადგინა. მსოფლიო ბანკის ახალი პროექტი მიზნად ისახავს მდინარე რიონის აუზში და მის შენაკადებში (მდინარეები: ფიჩორა, ტეხურა, ყვირილა, ძირულა, ცხენისწყალი) პლასტიკით დაბინძურების წერტილების იდენტიფიცირებას და პლასტიკის რაოდენობის შეფასებას. პროექტი ასევე მოიცავს საკანონმდებლო და პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზს, რათა მდინარეების დაბინძურების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები. შედეგად, ერთი მხრივ, სამინისტროს ექნება დეტალური ინფორმაცია დაბინძურების შესახებ და, მეორე მხრივ, რეკომენდაციები საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დასანერგად. „აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები პლასტიკის ნარჩენების პრევენციის კუთხით. გვაქვს ტექნიკური რეგლამენტი, შემუშავებულია პლასტიკის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა. ახალი პროექტი მნიშვნელოვანია პლასტიკით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრისთვის. მოგეხსენებათ, პლასტიკით დაბინძურება საფრთხეს უქმნის როგორც მდინარეებს, მთლიანად ეკოსისტემას, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობას. ახალი პროექტი ჩვენი მიზნების შესრულებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. პროექტის „პლასტიკით დაბინძურების დიაგნოსტიკა და ტექნიკური დახმარება“ ინიციატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროექტს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია (COWI) და ადგილობრივი პარტნიორი კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) განახორციელებენ. შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის (COWI), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წევრები, პროექტში ჩართული ექსპერტები და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)