|
2023-11-30 10:45:24, 803 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკთან პარტნიორობით „კარტლისი“ ფერმერებისთვის კონფერენციას გამართავს
ბაზისბანკთან პარტნიორობით, 1 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კონფერენცია - „ბაქტერიული დაავადებების გავრცელება საქართველოში და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები“, სადაც „კარტლისი“ ფერმერებს ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობს. კლიმატის ცვლილებები, მომატებული ტემპერატურა, ნალექი და ტენიანობა ბაქტერიული დაავადებების გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემოებებია, სწორედ ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებების მართვა და მათ წინააღმდეგ ღონისძიებების აგრო ვადებში, სწორი აგროტექნოლოგიით დაგეგმვა. კონფერენციას, უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დელეგატები დაესწრებიან. შეხვედრაზე განიხილება ევროპასა და აშშ-ში ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურად გამოყენებადი თანამედროვე მიდგომები და ახალი პრაქტიკები. კონფერენციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია და სწორად დაგეგმონ მომავალი წლის სამუშაოები. შეხვედრისას კარტლისი ფერმერებს ორ ახალ პროდუქტს - „კოსაიდ ოპტის“ და ბიოლოგიურ პრეპარატ „ამილო X“-ს წარუდგენს. ბაზისბანკი და კომპანია „კარტლისი“ აგრარულ სექტორში ჩართული ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებას მუდმივად ახორციელებს.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)