|
2023-11-29 15:24:44, 779 ნახვა
საზოგადოება
დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის ეკოსისტემების მართვის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი განხორციელდება
დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის ეკოსისტემების მართვის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის დეგრადირებული ეკოსისტემების აღდგენა მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკისა და ინვესტირების წახალისებით“ (GAZELLE) მოსამზადებელი ფაზის პირველ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო. „გასულ წელს, საქართველოში პირველად, UNESCO-მ „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. ძალიან დიდია ბიოსფერული რეზერვატების როლი ბუნების კონსერვაციისა და ქვეყანაში მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვის პროცესში, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე; თუმცა, აღნიშნული შედეგების მისაღწევად, უმნიშვნელოვანესია ამ ტერიტორიების ეფექტიანი მართვა და ფუნქციონირება. ახალი პროექტი დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, მიწის მდგრად მართვას და დეგრადირებული ეკოსისტემების აღდგენას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით მიმდინარე აქტივობები და არსებული ინიციატივები განიხილეს. ახალი პროექტის მიზანია დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან ერთად, მიწის მდგრადი მართვისა და დეგრადირებული ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საპროექტო დოკუმენტის მომზადებისა და პროექტის იმპლემენტაციის პროცესში, მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (RECC) თანამშრომლობით. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სრული პროექტი GEF‐ის სამდივნოს 2024 წლის მაისში უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)