|
2023-11-29 11:50:05, 961 ნახვა
მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
"დიდი შვიდეულის" (G7) საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს", 7 ოქტომბერს, ისრაელიდან გატაცებული ადამიანები დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს. G7-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ასევე ნათქვამია, რომ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მხარს უჭერენ ღაზას სექტორში პაუზის გახანგრძლივებას. "ჩვენ ხაზს ვუსვამთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რადგან ის ცდილობს, თავიდან აიცილოს 7 ოქტომბრის თავდასხმების გამეორება. ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების და რეგიონის ქვეყნების ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი კატარისა და ეგვიპტის ძალისხმევას ამჟამინდელი და მომავალი პაუზების უზრუნველსაყოფად. მხარს ვუჭერთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელოვან ძალისხმევას, პაუზის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კოორდინაციისთვის. მხარს ვუჭერთ მიმდინარე პაუზის გახანგრძლივებას და მომავალ ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა შესაძლებელი გახდეს მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების დაჩქარება და ყველა მძევლის გათავისუფლება",- ნათქვამია "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)