13:33 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 16:30:21, 749 ნახვა

მსოფლიო
მეცოლა - ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს

ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს, - აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მეცოლას თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არა მხოლოდ ევროპული კანონებისა და წესების ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანაა, არამედ ეს პროცესი ქვეყნის საზოგადოებაში გარდაქმნებს მოითხოვს.

"უკრაინა შთამბეჭდავ ძალისხმევას იჩენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციამ დაადასტურა, რომ უკრაინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მყარი საფუძველი აქვს", - განაცხადა მეცოლამ.

მისივე თქმით, უკრაინა არის და დარჩება ევროპარლამენტის პრიორიტეტად.

"უკრაინა არის და დარჩება ევროპარლამენტის პრიორიტეტად. უკრაინას შეუძლია ევროპარლამენტის მუდმივი ძალისხმევისა და მზადყოფნის იმედი ჰქონდეს. ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს უკრაინელი ხალხის ლეგიტიმურ ამბიციებსა და მისწრაფებებს", - დასძინა მეცოლამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მრავალჯერ ნასამართლებმა პირმა სოფელ ინგირში ერთი ადამიანი დაჭრა და მიიმალა - იგი დააკავეს
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღსრულებას ან აფერხებს ან არ ასრულებს - საია
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics