16:16 - 05 Oct, 2026
|
2023-11-21 10:05:01, 1000 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა [ვიდეო]
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Agence France Presse ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პისტორიუსი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს შეხვდება. მათივე ცნობით, შეხვედრების მთავარ თემას უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება წარმოადგენს. "პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან ერთად, პისტორიუსი მონაწილეობას მიიღებს კიევის მაიდანის მოედანზე გვირგვინის დადების ცერემონიაში და ეწვევა სამხედრო სასწავლო ცენტრს", - წერს AFP. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ნოემბერს უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც სტუმრობდა.
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)