19:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 14:51:33, 920 ნახვა

მსოფლიო
IDF-იმ ალ-შიფას საავადმყოფოსთან „ჰამასის“ მიერ გატაცებული 65 და 19 წლის მძევლების ცხედრები იპოვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ გატაცებული 65 წლის იეჰუდიტ ვაისისა და 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედები იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

IDF-ის ცნობით, იეჰუდიტ ვაისისი ტერორისტებმა კიბუც ბეერიდან გაიტაცეს.

"ჩვენდა სამწუხაროდ, იეჰუდიტ ვაისისი ტერორისტებმა ღაზას სექტორში მოკლეს. ჩვენ დროულად ვერ მივაღწიეთ მას", - აცხადებენ IDF-ში.

რაც შეეხება ნოა მარჩიანოს, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ის საბრძოლო სადაზვერვო კოლექციის კორპუსის 414-ე ქვედანაყოფში მსახურობდა.

"19 წლის ნოა მარჩიანო 7 ოქტომბერს "ჰამასის" ტერორისტებმა გაიტაცეს და მოკლეს.

მისი ცხედარი IDF-ის ჯარებმა ღაზაში, ალ-შიფას ჰოსპიტალთან იპოვეს.

IDF გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახებს და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას" - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

შეგახსენებთ, რომ მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა განცხადება, რომ ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში "ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.

გუშინ, 16 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც მათი განცხადებით, ღაზას სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს სამკურნალო ზონებში აღმოჩენილი აღჭურვილობაა აღბეჭდილი.

აღსანიშნავია ასევე, რომ 15 ნოემბერს, ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდი დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics