17:16 - 05 Oct, 2026
|
2023-11-15 22:27:21, 1067 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - რუსეთისთვის ნატოში უკრაინის ნებისმიერი ფორმით გაწევრიანება მიუღებელია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ნატოს ყოფილი ხელმძღვანელის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინის ნატოში „ნაწილობრივი წევრობის“ იდეა წარმოადგინა, რათა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, რუსეთისთვის მიუღებელია ნატოში უკრაინის ნებისმიერი ფორმით გაწევრიანება, იქნება ეს ნაწილობრივ, თუ სხვა ფორმატში. „ჩვენ მუდმივად განვმარტავთ ჩვენს პოზიციას უკრაინის ნატოში შესვლის თაობაზე. ნაწილობრივ, თუ ცალკეული ნაწილების გარეშე, ნებისმიერი ფორმით, რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინის შესვლა ატლანტიკურ ბლოკში“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)