|
2023-11-14 22:15:02, 736 ნახვა
მსოფლიო
„გაეროს გენერალური მდივანი თანამდებობას არ შეეფერება“ - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში თანამდებობას არ შეეფერება, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა და გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდა. კოენის თქმით, გუტერეშს "ჰამასის" ორგანიზაციის დასაგმობად საკმარისი არ აქვს გაკეთებული, იმის ფონზე, როდესაც "მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ჰამასი ISIS-ზე უარესია". "გუტერეში არ იმსახურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყოს. ვფიქრობ, რომ გუტერეშმა, ყველა თავისუფალი სახელმწიფოს მსგავსად, ცხადად და ხმამაღლა უნდა თქვას - გათავისუფლდეს ღაზა "ჰამასისგან", - განაცხადა ელი კოენმა. ცნობისთვის, 24 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ ჰამასის თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)