|
2023-11-10 21:42:27, 935 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში
ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პარიზის "მშვიდობის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიშელის თქმით, ევროკავშირის გაფართოება ადვილი არ არის, ვინაიდან არსებობს გზა შეზღუდვებითა და დაბრკოლებებით, მაგრამ, "როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი. გაფართოება არის არჩევანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის". „უკრაინის წინააღმდეგ ომმა მთლიანად შეცვალა ევროპული პარადიგმა. როდესაც ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ევროკავშირმა, და არა ნატო-მ, გადაწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მან ძირეულად შეცვალა პარადიგმა. ჩვენ განვაგრძეთ ინტენსიური მუშაობა, რათა გაგვეძლიერებინა ოპერატიული უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობები ევროპულ დონეზე, რათა გვქონოდა მყარი, მტკიცე ევროპული საყრდენი ნატო-ში. ეს არის პირველი ელემენტი; და მეორე ელემენტი, მე ამას ვამბობ საქართველოს პრეზიდენტის გვერდით, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მან იცის ეს. მეორე ელემენტი არის ევროკავშირის გაფართოება. გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ეს ადვილი არ არის. არსებობს გზა შეზღუდვებით და დაბრკოლებებით, მაგრამ, როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი. გაფართოება არის არჩევანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)