|
2023-11-08 14:21:11, 973 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ICC-ის მოსამართლეზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ძებნა გამოაცხადა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე სერხიო გერარდო უგალდე გოდინესზე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ავრცელებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლე სერხიო გოდინესი "რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით" იძებნება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მუხლის დარღვევაში სდებენ მას ბრალს. “სერხიო გოდინესი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით", - აღნიშნულია რუსეთის შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. 20 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ICC-ის პროკურორის, კარიმ აჰმად ხანისა და მოსამართლეების როსარიო სალვატორე აიტალას, სერხიო გერარდო უგალდე გოდინესისა და ტომოკო აკანეს წინააღმდეგ, ხოლო მაისში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კარიმ ხანსა და როსარიო აიტალას ბრალი დაუსწრებლად წაუყენა და ძებნილთა სიაში შეიყვანა. ამასთან, 27 ივლისს, რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ტომოკო აკანეზე ძებნა გამოაცხადა.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)