|
2023-11-06 10:46:03, 996 ნახვა
მსოფლიო
„ხალხმა უნდა იცოდეს ტერორისტების ველურობის შესახებ“ - ბორის ჯონსონი ისრაელში, კიბუც კფარ აზაში იმყოფებოდა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ისრაელს ეწვია და ქვეყნის სამხრეთში მდებარე დასახლებები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯონსონი იმყოფებოდა კიბუც კფარ აზაში, სადაც 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან შეჭრილმა "ჰამასის" წევრებმა, დაახლოებით, 100 ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს. როგორც ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რაც მან კფარ აზაში ნახა, "საშინელი" იყო. "ხალხმა უნდა იცოდეს "ჰამასის“ ტერორისტების ველურობის, სადიზმის შესახებ. რა თქმა უნდა, სწორია, რომ ისრაელმა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ამის თავიდან ასაცილებლად“,- აღნიშნა ჯონსონმა. კითხვაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს შეეხებოდა, ჯონსონმა პასუხად თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ ევალება, ისრაელს უთხრას, როგორ მოიქცეს. "როცა 240 მძევალია, როცა ამ მასშტაბის დანაშაულია ჩადენილი და როცა არსებობს ამის განმეორების შესაძლებლობა, არ მგონია, რომ მსოფლიოს საქმეა, ისრაელს უთხრას, შეწყვიტოს“,- თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)