|
2023-11-04 15:13:59, 843 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო - „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში ჩვენი 39 მოქალაქე დაიღუპა
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის 39 მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ისრაელში კიდევ 9 საფრანგეთის მოქალაქეს ეძებენ, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია. ამასთან, როგორც საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, კონტაქტზეა არიან დაკარგული პირების ოჯახებთან. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ამჟამად სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და მისი ეტაპობრივად გაფართოება იგეგმება.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)