01:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 15:55:39, 643 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ენმ-ზე - თუ შიგნიდან გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ

თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ. ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას ოპოზიციის წარმომადგენლებს.

სააკაშვილის თქმით, მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბებიან და ერთობლივად მოუხდებათ ყველაფრის კეთება, ამიტომ "შიგნიდან რყევა" საჭირო არაა.

"მინდა, გითხრათ შემდეგი რამ, მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. მტერს შევურიგდები, თუ ეს საქართველოს ინტერესს ეხება. მაგრამ, მინდა, შემდეგი რაღაც ვთქვა, თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ. ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება, ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გარეთ, კი ბატონო, გადით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ...

მინდა გითხრათ, რომ ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს, ყველამ თავის გზა იპოვეთ, რატომ ვიყოფთ მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი ძლიერია, ამიტომ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს, საბოლოო ჯამში, მაინც გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ. ყველას მიმართ უკიდურესად კეთილგანწყობილი ვართ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics