|
2023-11-01 19:21:10, 893 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ღაზაში ლტოლვილთა ბანაკზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობით შეძრწუნებული ვარ
ღაზაში ლტოლვილთა ბანაკზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა დიდი რაოდენობით შეძრწუნებული ვარ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, თავდაცვის უფლება ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული სამოქალაქო პირების მაქსიმალურად დაცვის ვალდებულებით. ვალდებულება, რათა მაქსიმალურად დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები. "ევროკავშირის საბჭოს მკაფიო პოზიციაზე დაყრდნობით, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად და უზრუნველყოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაცვა, შეძრწუნებული ვარ ისრაელის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა დიდი რაოდენობით", - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, პალესტინური მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)