|
2023-10-28 12:10:02, 761 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში თურქმენეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
საქართველოს პროკურატურაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, თურქმენეთის რესპუბლიკის პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის თურქმენეთის ოფისის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით განხორციელებული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების, კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა საქმიანობის სპეციფიკის, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების, ბავშვზე მორგებული მიდგომების პრიორიტეტულად გამოყენების და უწყებათაშორისი კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით პროკურატურის მიერ მიღწეული წარმატებული შედეგები გააცნეს. ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებმა რუსთავის რაიონულ პროკურატურაში ბავშვზე მორგებული გარემო დაათვალიერეს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ნაკლებად სტრესულ გარემოში, კონფიდენციალურობის დაცვით, ბავშვზე მორგებული ფორმით გამოკითხვა/დაკითხვის პროცედურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო საკითხების გაზიარებისთვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვეს. საქართველოს პროკურატურა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე საკუთარი წარმატებული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)