|
2023-10-27 09:28:57, 764 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - შეერთებულმა შტატებმა სირიაში ირანის ობიექტებზე იერიში მიიტანა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის საპასუხოდ, სირიაში ირანთან დაკავშირებულ ორ ობიექტზე იერიში მიიტანა. The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. პენტაგონის ინფორმაციით, იერიში განხორციელდა აღმოსავლეთ სირიაში მდებარე იმ ორ ბაზაზე, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ. როგორც ლოიდ ოსტინი აცხადებს, დარტყმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა. თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ აშშ „არ ესწრაფვის კონფლიქტს, არ აქვს განზრახვა და სურვილი, ჩაერთოს შემდგომ საომარ მოქმედებებში, მაგრამ ირანის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმები აშშ-ის ძალებზე მიუღებელია და უნდა შეწყდეს". "ირანს სურს, უარყოს თავისი როლი ამ თავდასხმებში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ ირანის მარიონეტების მიერ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად“,- აცხადებს ლოიდ ოსტინი. თავდაცვის მდივანი მოუწოდებს "ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო სუბიექტს", ნუ გამოიწვევენ "უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტს". ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელზე სახმელეთო და საჰაერო იერიში წამოიწყო, სირიასა და ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმები განხორციელდა. რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს მათ შორის ალ-ტანფზე, ალ-ომარსა და ალ-შადადზე. საერთო ჯამში, Reuters-ის ინფორმაციით, ერაყში ამერიკულ ბაზებს 12-ჯერ, ხოლო სირიაში 4-ჯერ დაესხნენ თავს.
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)