23:35 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 20:43:38, 774 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - ვაშინგტონის მიერ წაქეზებული კიევი ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე, სურს ომის გაჩაღება კავკასიასა და დნესტრისპირეთში

ვაშინგტონის მიერ წაქეზებული კიევი ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე და სურს ომის გაჩაღება კავკასიასა და დნესტრისპირეთში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, "აშშ-ში გარკვეული ძალების თვალსაზრისით, მსოფლიო უნდა დაიწვას".

„კიევი კვლავ ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ამბობენ, მეორე ფრონტის გახსნაზე. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა, ზელენსკის შემდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოუწოდა საქართველოს მსგავსი სამხედრო მოქმედებების დაწყებისკენ, მსგავსი მოწოდებით მიმართა მოლდოვის ხელისუფლებას. ვინ დგას მათ უკან - რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ რომ, მათი გადმოსახედიდან, აშშ-ში გარკვეული ძალების თვალსაზრისით, მსოფლიო უნდა დაიწვას“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics