|
2023-10-25 12:01:21, 726 ნახვა
საზოგადოება
განახლებული პაკეტები SABA Reader-ისგან
SABA Reader-ის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა მკითხველებმა 2019 წლიდან დაიწყეს. Მას შემდეგ აპლიკაციას ათასობით ახალი წიგნი და მკითხველი შემოუერთდა. Გასული 4 წლის განმავლობაში “საბა” მკითხველებს სამი პაკეტის სამ სხვადასხვა ვადას სთავაზობდა, ამ პაკეტების ნაწილი კი მკითხველს მხოლოდ ელექტრონულ წიგნებზე აძლევდა წვდომას. მათ არ ჰქონდათ საშუალება ესარგებლათ ხმოვანი წიგნების ასორტიმენტით. დროსთან ერთად აპლიკაციის კონტენტი გაიზარდა, განსაკუთრებით იმატა ხმოვანი წიგნებით დაინტერესებამ. დღესდღეობით “საბას” აპლიკაცია 1000-მდე ხმოვან ბესტსელერს აერთიანებს. 2023 წელს აპლიკაციამ ასევე დაამატა ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნებიც, რომელიც ინოვაციური პროდუქტია და მკითხველთა გამოხმაურების პარალელურად ეტაპობრივად იხვეწება. ხმოვან წიგნებზე დიდი მოთხოვნის გამო “საბას” გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება განეახლებინა აპლიკაციის პაკეტები, გაეთვალისწინებინა მკითხველის სურვილები, მათთვის არჩევანი გაემარტივებინა. რა პაკეტებს გთავაზობს განახლებული SABA Reader-ი? Განახლებული პაკეტები 2 სხვადასხვა შეთავაზებას მოიცავს: Კლასიკი - 2 წიგნიანი პაკეტი - 6.99 ლარი Პრემიუმი - 4 წიგნიანი პაკეტი - 12.99 ლარი Რას მოიცავს თითოეული პაკეტი? კლასიკი - 2 წიგნიანი პაკეტი:
გარდა იმისა, რომ აღნიშნული პაკეტის წინა ვერსიისგან განსხვავებით გაორმაგებულია წიგნების კვოტა, ასევე, განახლებული პაკეტის მომხმარებლები შეძლებენ ხმოვანი წიგნების სრულ ასორტიმენტზე წვდომასაც. “ჯამური კითხვის დრო” და “გადაბმული კითხვის დღეები” კი დაეხმარება მკითხველს თვალი ადევნოს პირად სტატისტიკას და შეეცადოს კითხვა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. პრემიუმი - 4 წიგნიანი პაკეტი:
განახლებულ პრემიუმ პაკეტში კი მკითხველებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ როგორც სწრაფი კითხვის ფუნქციონალი, ასევე, კომენტარების სინქრონიზაციის/შენახვის ახალი ფუნქცია, რომელსაც მომხმარებელი დიდხანს ელოდა. Რა ვადითაა შესაძლებელი პაკეტის შეძენა? პაკეტები 1 თვის ან 1 წლის ვადით შეგიძლიათ შეიძინოთ. 1 წლით პაკეტის შეძენისას კი აპლიკაცია ავტომატურად გაგიკეთებთ -25%-იან ფასდაკლებას. ვინ ისარგებლებს განახლებული პაკეტებით? Განახლებული პაკეტებით ნებისმიერი მკითხველი შეძლებს სარგებლობას, თუმცა SABA Reader-ის ამჟამინდელ გამომწერებს პაკეტები გაუუმჯობესდებათ წინა პაკეტების ღირებულებით, ისინი ახალი ფასებით მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ სარგებლობას, როცა მათ ამჟამინდელ პაკეტს ვადა ამოეწურება. თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, საბას აპლიკაციით სარგებლობისას დამატებითი კითხვები გაგიჩნდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოგვმართო: https://www.facebook.com/saba.com.ge/ Მანამდე კი გადმოწერე აპლიაკცია SABA Reader, დაიწყე უფასო 14 დღიანი საცდელი ვერსიით სარგებლობა და შეარჩიე შენზე მორგებული პაკეტი: https://sabamobile.app.link/Iwvb9pC6Zdb
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)