|
2023-10-24 14:54:28, 848 ნახვა
საზოგადოება
კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ კისისხევის ტერიტორიაზე მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. "სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 10 სოფლის (კისისხევი, წნანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა, კახიფარი, კალაური, ვაჩნაძიანი და შაშიანი) დაახლოებით 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ნოემბრის ბოლოს დასრულდება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)