14:37 - 04 Oct, 2026
|
2023-10-24 12:23:40, 1116 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდან თბილისსა და ქუთაისში პირდაპირი ავიარეისების შესრულება იწყება
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მომავალ კვირას განახლდება,- Эхо Кавказа-ს ცნობით, ამის შესახებ ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ მალცევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი რეისი თბილისის მიმართულებით“,- თქვა მალცევმა. ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს Red Wings Airlines-ი განახორციელებს. ფრენები ქუთაისის მიმართულებით 31 ოქტომბრიდან, ყოველ სამშაბათს და კვირას, ხოლო თბილისის მიმართულებით 2 ნოემბრიდან, ყოველ ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)