|
2023-10-24 11:34:47, 1064 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი - ახლო მომავალში „3+3“ ფორმატში, შესაძლოა, საქართველოც ჩაერთოს
ახლო მომავალში „3+3“ ფორმატში, შესაძლოა, საქართველოც ჩაერთოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამხრეთ კავკასიის შესახებ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მინისტერიალის შემდეგ განაცხადა. ლავროვის თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედება "ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს". "თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც მათ არაერთხელ დაუდასტურებიათ, ყველა საკუთარ ქმედებაში, პირველ რიგში, ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამოდის. ეს იძლევა საფუძველს, ივარაუდო, რომ "3+3-ის" სრულყოფილი ფორმატი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ამოქმედდეს", - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, შეხვედრის დროს ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის "კარი ღია რჩება". "ჩვენ გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თავს იკავებს ამ "ექვსეულში" გაწევრიანებისგან და ვაფასებთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან გამომდინარეობს", - დასძინა ლავროვმა. ცნობისთვის, ირანში სამხრეთ კავკასიის შესახებ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობაზე საქართველომ უარი განაცხადა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, "საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა". აღშანიშნავია, რომ „3+3“-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი მონაწილეობენ.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)