|
2023-10-24 09:38:16, 1052 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეხუთე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის" მეხუთე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად ჟურნალ „იუსტიციის" ახალი ნომერი განიხილა და მის მომავალ გამოცემებთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. "ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, იუსტიციის მინისტრის მრჩეველმა მინდია უგრეხელიძემ, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების მიმოხილვისას ხაზი გაუსვა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" როლს კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი ვერსიების თარგმნის საქმეში. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო ხელშეკრულებათა გამიჯვნის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზეც იმსჯელეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, აგრეთვე, სხვა მოწვეული სტუმრები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)