|
2023-10-23 09:37:02, 824 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 37-ე სხდომას გახსნის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დღეს, 23 ოქტომბერს კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 37-ე სხდომას გახსნის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველო, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს 37-ე შეხვედრას 2023 წლის 23-26 ოქტომბერს უმასპინძლებს. "გადაწყვეტილება საქართველოში ამ შეხვედრის გამართვის შესახებ მიღებულ იქნა სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს 36-ე შეხვედრაზე. კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ეხმარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში. აღნიშნული საბჭო შექმნილია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე 194 ქვეყნის მთავრობების მიერ. საბჭოს სხდომაში 300-მდე მონაწილეა, რომელთა შორის არიან თავად საბჭოს წევრები, მათი ალტერნატიული წევრები, მრჩევლები, სამოქალაქო საზოგადოებიდან და კერძო სექტორიდან დამკვირვებლები, აკრედიტირებული ორგანოები და სხვა უწყებები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)