|
2023-10-23 09:28:22, 401 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მესაქონლეობის გამოფენა „მესაქონლეობის ექსპო 2023“ ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მესაქონლეობის გამოფენა „მესაქონლეობის ექსპო 2023“ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს. აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა, სიტყვის გამოსვლისას საქართველოში მესაქონლეობის სექტორის განვითარებისათვის საქართველოს მთავრობასთან, ფერმერებთან და ინდუსტრიულ პარტნიორებთან გატარებული სამუშაობის შესახებ ისაუბრა. „მოხარული ვარ, რომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ვმონაწილეობ ამ წლის მესაქონლეობის ექსპოზე, რომელიც მხარდაჭერილია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ. აშშ ახორციელებს ინვესტიციას საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში, რათა ისინი იყოს მდგრადი, თანამედროვე და მეტად პროდუქტიული. ამისათვის ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ინდუსტრიულ პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. ეს არის ჩემი პირველი ღონისძიება საქართველოში. ჩვენ მრავალი წელია, ვმუშაობთ ქართველ ფერმერებთან, აგრობიზნესებთან და ქართველ დაინტერესებულ პირებთან და, რაც მთავარია, საქართველოს მთავრობასთან, რათა დავეხმაროთ მათ ამ სექტორის გაძლიერებაში“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა, საქართველოში, რობინ დანიგანმა. მესაქონლეობის გამოფენა ლისის ტბის მიმდებარედ ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი, ასევე სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში ფერმერები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებლები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანია, ქვეყანაში მესაქონლეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ მაღალპროდუქტიული, ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზაცია. მესაქონლეობის გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია”; ღონისძიების პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)