|
2023-10-23 09:25:59, 488 ნახვა
საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას (eGA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ და ელექტრონული მმართველობის აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანეს ასტოკმა მოაწერეს. "ურთიერთთანამშრომლობა ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო ინიციატივის (EPF) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და საქართველოს თავდაცვის ძალების მედეგობისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია. მემორანდუმი, კიბერუსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებისთვის კიბერსწავლებებისა ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებს ითვალისწინებს და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას შეუწყობს ხელს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)