|
2023-10-20 14:46:31, 911 ნახვა
საზოგადოება
ახალი სპექტაკლის პრემიერა თეატრი სახელოსნო 42-ში - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO
SOLO-ს ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერაა. სწორედ ამ მიზნით, SOLO თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია. 9 ნოემბერს თეატრი მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით - ჟან ბატისტ მოლიერის „დონ ჟუანით" წარდგება და მათ სპექტაკლის ლევან წულაძისეულ ვერსიას შესთავაზებს. სპექტაკლში მოლიერის გარდა გამოყენებული იქნება სცენები ალექსანდრე პუშკინის, პიერ კორნელიოსა და ედმონ როსტანის პიესებიდან. მასში მონაწილეობას ახალი თაობის გამორჩეული არტისტები მიიღებენ, როგორებიც არიან: პაატა პაპუაშვილი, ნიკა კუჭავა, თეონა ქოქრაშვილი, ანუკა გრიგოლია, ანა ვასაძე, ჯეჯი სხირტლაძე, მარიამ ღვინიანიძე და გიორგი გრძელიძე. სპექტაკლის ახლებური გადააზრება მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება. ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 20-22 ოქტომბერს წინასწარ შეიძინონ სპექტაკლის ბილეთები და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით. სეზონის განმავლობაში, SOLO VISA ბარათის მფლობელები თეატრი სახელოსნო 42-ის ნებისმიერ სპექტაკლზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)