|
2023-10-20 13:23:56, 873 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან, მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა უმაღლესის სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის კურსდამთავრებულებს საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსთან და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტაჟიორობის კანდიდატების მიმართ ძირითად საკონკურსო მოთხოვნებს და კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საკონკურსო განაცხადებს. ასევე ყურადღება გამახვილდა პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობებზე, სტაჟიორების საქმიანობასა და უფლებამოსილებაზე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა თემასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა. იხილეთ ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის შესახებ ვრცლად: https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-prokuratura-prokuroris-an-gamomZieblis-uflebamosilebis-ganmaxorcielebel-staJiorTa-misaRe“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)