|
2023-10-20 12:25:56, 828 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია — ახალი შესაძლებლობა არქიტექტურის სტუდენტებისთვის
მოტივირებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის „საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას კი სასტიპენდიო პროგრამები წარმოადგენს. ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, არაერთმა ქართველმა სტუდენტმა სამაგისტრო საფეხურზე განათლება ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიიღო. საქართველოში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ ამჯერად ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. 13 პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად, „საქართველოს ბანკი“ მოტივირებულ და ლიდერობის უნარების მქონე სტუდენტებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს. ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეძლებენ მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება სასურველი მიმართულებით სასწავლებლად. „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია ერთ-ერთია იმ მრავალი შესაძლებლობიდან, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ სტუდენტებს ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში სთავაზობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი ერთჯერადი არ არის და სტუდენტებს ყოველ წელს ექნებათ შესაძლებლობა, სტიპენდია მოიპოვონ. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ აპლიკანტი იყოს საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს ლიდერობის უნარები და დაინტერესებული იყოს საბანკო საქმიანობის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის ან თავისი უნივერსიტეტის სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. თითოეული უნივერსიტეტი პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სტიპენდიატის შერჩევის კრიტერიუმებს თავად განსაზღვრავს, რის შესახებაც ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებგვერდებზე განთავსდება. დეტალური ინფორმაცია „საქართველოს ბანკის“ ახალი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ შეგიძლია გაიგო აქ. ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით შეიქმნა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას, სახელობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხუთი პარტნიორი უნივერსიტეტის (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. „საქართველოს ბანკის“ ჩახავას სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს პარტნიორი უნივერსიტეტები თავად შეარჩევენ, რაც თითოეულის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული. სტიპენდიის მოპოვების მსურველები დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით ან ადმინისტრაციის დახმარებით მიიღებენ. ასევე, სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. სტიპენდია, რომელიც მომავალი წარმატებული არქიტექტორების აღმოჩენის შესაძლებლობას ქმნის, სწორედ იმ არქიტექტორის სახელობისაა, რომლის ხედვებიც დროს უსწრებდა. გიორგი ჩახავას ეკუთვნის არაერთი ეპოქალური პროექტის იდეა, რომლებიც საქართველოს ფარგლებსაც სცდება. საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ლიბანს და სხვა ქვეყნებს დღემდე ამშვენებს გიორგი ჩახავას მიერ შექმნილი არქიტექტურა. ჩახავას უნიკალური ხელწერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი, „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის შენობაა. რეკონსტრუქციის შემდეგაც „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის შენობა ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშად რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაგებობას უძრავი ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)