|
2023-10-19 14:58:04, 842 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე ICARDA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) წარმომადგენლებს შეხვდა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, შეხვედრაზე ცენტრსა და ICARDA-ს შორის სოფლის მეურნეობის მეცნიერების კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. "ICARDA-ს უზბეკეთის რეგიონულმა მენეჯერმა, აკმალ აკრამხანოვმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია დაათვალიერა და ლაბორატორიის მუშაობის ძირითად მიმართულებებს გაეცნო. მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICARDA) 1975 წლიდან ახორციელებს კვლევის განვითარების პროგრამებს მსოფლიოს მშრალი ზონების 50 ქვეყანაში. ცენტრი აერთიანებს კავკასიის, მცირე, წინა და ცენტრალური აზიის კვლევით ინსტიტუტებს და სამეცნიერო ცენტრებს. ქსელში გაერთიანებულ ორგანიზაციებს აღნიშნული საერთაშორისო სასელექციო ცენტრებიდან მიეწოდებათ გაუმჯობესებული სასელექციო მასალა, რომელიც წარმოდგენილია სუფთა ხაზებამდე მიყვანილი ჰიბრიდული ფორმებით და პერსპექტიული გენოტიპებით. ახალი ჯიშის მისაღებად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასელექციო-საწყისი მასალის მრავალფეროვნებას, მათ შესწავლას, რეგიონისათვის საუკეთესოს შერჩევას და გამოცდას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)