15:18 - 04 Oct, 2026
|
2023-10-19 12:36:31, 903 ნახვა
საზოგადოება
მე-3 კვარტალში, რეადმისიის ფარგლებში, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს
2023 წლის მე-3 კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1 070 პირზე გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 1 074 განცხადების განხილვა მოხდა, აქედან კი, 1 070-ზე თანხმობა, ხოლო 4-ზე უარი გაიცა. აღსანიშნავია, რომ 1 070 პირიდან 635 მამრობითი, 197 მდედრობითი, 238 კი, არასრულწლოვანი იყო. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით მონაცემებს, ყველაზე მეტი მოქალაქე საქართველოში გერმანიიდან დააბრუნეს - მათი რიცხვი 696-ია. შემდეგი ოთხეული კი, ასე გამოიყურება: საფრანგეთი - 136; შვეიცარია - 48; საბერძნეთი - 33; პოლონეთი - 30.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)