|
2023-10-19 12:37:34, 715 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჩუბინაშვილის N5/ჩიქობავას N42-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ კახა გულედანმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. „პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 475 000 ლარია. სახლების გამაგრების პროექტი რაიონში 6 მისამართზე დასრულდა და 7-ზე მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)