|
2023-10-18 12:32:04, 611 ნახვა
საზოგადოება
იური ნოზაძემ ICARDA-ს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით პრიორიტეტულ საკითხებსა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ICARDA მზად არის არაერთ საინტერესო პროექტზე იმუშაოს ქართველ პარტნიორებთან ერთად. „მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICARDA) 1975 წლიდან ახორციელებს კვლევის განვითარების პროგრამებს მსოფლიოს მშრალი ზონების 50 ქვეყანაში. ცენტრი აერთიანებს კავკასიის, მცირე, წინა და ცენტრალური აზიის კვლევით ინსტიტუტებს და სამეცნიერო ცენტრებს, რომლებიც ერთმანეთში ცვლიან მასალას და შესწავლის გეგმებს. ICARDA-ის რეგიონული მენეჯერის, აკმალ აკრამხანოვის განცხადებით, მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრისთვის მნიშვნელოვანი იყო მოესმინა ინფორმაცია იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნოდარ ხატიაშვილი, ICARDA-ს რეგიონალური მენეჯერის მოადგილე რუსტამ იბრაგიმოვი და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ფილიალის ხელმძღვანელი საქართველოში ვახტანგ მშვიდობაძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)