|
2023-10-18 12:04:40, 687 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, ფაქტობრივად, ჩაბნელებული იყო, ამიტომ, რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალე ამ პრობლემის მოგვარება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოები სრულად დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე, გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო და თანამედროვე LED სანათები დამონტაჟდა. გარდა ამისა, საჰაერო ქსელები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. ტროტუარი მოწესრიგდა და განახლდა. აქამდე აქ ფეხით გავლაც შეუძლებელი იყო. იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ თავისუფალ სივრცეში გზაგამყოფი გამწვანებული კუნძული მოეწყო და დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)