|
2023-10-18 12:02:40, 520 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვარკეთილის დასახლებაში კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება
ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქუჩის N18-ში 3-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიად შპს „ბიქეი კონსთრაქშენი“ გამოცხადდა. „ამჟამად, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დასრულებულია. მომდევნო ეტაპზე, პერიმეტრის დახიმინჯება და ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. ოჯახებს, რომლებიც ქირით ჰყავს მუნიციპალიტეტს გაყვანილი, დავაბრუნებთ გარემონტებულ, თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)