|
2023-10-18 11:59:50, 574 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას გოგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს
თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას გოგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ წარმატებები უსურვა გოგი ჩიქოვანს და მადლობა გადაუხადა ლაშა მაჭავარიანს, რომელიც ამ დრომდე იკავებდა აღნიშნულ პოზიციას. „მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანის კანდიდატურა. მან რამდენიმე თვის წინ დაიკავა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არის კარგი მენეჯერი, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია თამამად შეეჭიდოს გამოწვევებს. გოგი ჩიქოვანმა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კარგი შედეგი აჩვენა. მინდა მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის ლაშა მაჭავარიანს, რომელიც აქამდე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. წარმატებებს ვუსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)