|
2023-10-18 10:04:00, 720 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის წევრებმა ისრაელში ტერორისტული შეტევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, დიდ სინაგოგასთან ყვავილები მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი. "დეპუტატებმა მწუხარება გამოთქვეს დაღუპულთა გამო და ელჩს მიუსამძიმრეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დეპუტატებმა დავით სონღულაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ზაზა ლომინაძემ, ბექა ოდიშარიამ, ხატია წილოსანმა და გელა სამხარაულმა. ასევე პარლამენტში, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი და ხატია წილოსანი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდნენ. ელჩმა დეპუტატებს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)