02:31 - 06 Oct, 2026
|
2023-10-17 21:36:09, 738 ნახვა
მსოფლიო
გაეროს ცნობით, ღაზას სექტორში, ლტოლვილთა ბანაკში მდებარე სკოლაზე საჰაერო თავდასხმის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ღაზას სექტორში, ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკში, სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო პალესტინელი ლტოლვილებისთვის“ ავრცელებს. გაეროს ორგანიზაციის ცნობით, დაშავებულია ათეულობით ადამიანი და მათი რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. „ეს აღმაშფოთებელია და კიდევ ერთხელ გამოხატავს უხეშ უგულებელყოფას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის მიმართ. ღაზაში არცერთი ადგილი აღარ არის უსაფრთხო, არც გაერო-ს ობიექტები. სულ მცირე 4 000-მა ადამიანმა შეაფარა თავი სკოლაში მოწყობილ თავშესაფარს. მათ არ ჰქონდათ და არ აქვთ სადმე წასასვლელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)