|
2023-10-17 17:50:59, 673 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია
საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთ პრიორიტეტზე, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა ზრუნვასა და მათ მხარდაჭერაზე ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, ყოველწლიურად, შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დაშავებული სამხედროების საპროთეზო-ორთოპედიული საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე გერმანულ კომპანიასთან ერთად ეტაპობრივად განხორციელდება პროთეზების განახლება და მისი საგარანტიო მომსახურება. ასევე, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“. ჯუანშერ ბურჭულაძემ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის შესაძლებლობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით და ადაპტირებული სივრცეებით. მისი განცხადებით, ცენტრით სარგებლობენ, როგორც ქართველი დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები, ასევე დაჭრილი და დაშავებული უკრაინელი მებრძოლების ოჯახის წევრები. მინისტრის განმარტებით, თავდაცვის უწყება აპირებს სარეაბილიტაციო ცენტრის გაფართოებას და მომავალში 70-მდე დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახების მიღებას შეძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)