|
2023-10-17 16:52:16, 639 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით - ბურჭულაძე
„მინისტრის ფორმატის“ ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება დაუთმო კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხსაც. მისი განცხადებით, თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. „ევროკავშირისაგან ბოლო ორ წელიწადში ჯამში 4 მლნ ევრომდე იქნა გამოყოფილი. ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში აღსანიშნავია კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელიც იქნა დაფინანსებული გრანტით 700 000 ევროს ფარგლებში“, - განაცხადა ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის ძალისხმევაც გამოყო და განაცხადა, რომ ბრიტანული მხარე აქტიურად მუშაობს პროექტირება-მშენებლობის გეგმაზე. მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში ბრიტანული მხარე თანადაფინანსებით გამოყოფს 5 მლნ ფუნტს, დანარჩენ ფინანსური რესურსს კი, ქართული მხარე შეავსებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2024 წელს თბილისში კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობას დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)