|
2023-10-16 14:53:11, 701 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „სახლი 71“ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „სახლი 71“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს, ისნისა და სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 9.8 მილიონი აშშ დოლარია. „სახლი 71“ ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც მასშტაბური გეგმები აქვს და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. მიმდინარე პროექტი 10,000 კვადრატულ მეტრზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ერთ 16 სართულიან და ორ 23 სართულიან კორპუსს გააერთიანებს. ჯამში 600 ბინა აშენდება. კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და პირველი ბლოკი 2023 წლის დეკემბერში, კომპლექსი სრულად კი 2026 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ბინების გარდა, აპარტ ოტელის , საოფისე და კომერციული ფართების, საპარკინგე სივრცის, ასევე 3,000 კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული ზონის, სათამაშო მოედნისა და სკეიტ პარკის მოწყობას ითვალისწინებს. „საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. „სახლი 71“ - თან პარტნიორობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“ - აღნიშნა გიორგი წეროძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)